საკრედიტო კავშირ ”მიკროკრედიტის” პარტნიორები არიან საინვესტიციო კომპანია ”მწვანე ოფისი”, შპს ”მიკროკრედიტი” და დეველოპერული კომპანია ”გრინ დეველოპმენტი”.
„მწვანე ოფისი“ წარმოადგენს ერთ–ერთ წამყვან საინვესტიციო, დეველოპერულ კომპანიას. მან საკმაოდ ხანგრძლივი გზა განვლო, რათა დაემკვიდრებინა მნიშვნელოვანი პოზიციები უძრავი ქონების სფეროში. „მწვანე ოფისს“ განხორციელებული აქვს ისეთი წარმატებული პროექტები, როგორიცაა A კლასის ბიზნესცენტრი თბილისის ცენტრალურ უბანში – მწვანე ოფისი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი საბურთალოსა და ქობულეთში. ასევე მონაწილეობას იღებდა დანიური სახლის სავაჭრო ცენტრისა და მისი ბიზნესცენტრის პროექტების განხორციელებაში.
კომპანია „მწვანე–ოფისის“ აქციების ყიდვა–გაყიდვა ხდება საქართველოს საფონდო ბირჟაზე (www.gse.ge).
კომპანია ”გრინ დეველოპმენტი” ასევე ერთ-ერთი გამორჩეული დეველოპერია, რომელიც ამჟამად ახალი ტიპის არქიტექტურულ პროექტს ასრულებს. თაუნ-ჰაუსის ტიპის დასახლება ”Green Village” მდებარეობს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.