რა არის საკრედიტო კავშირი?
საკრედიტო კავშირების ისტორია ჯერ კიდევ 1852 წლიდან იწყება, როცა გერმანელმა ეკონომისტმა ფრანც ჰერმან შულცემ გერმანიის ორ პატარა ქალაქში იმ დროისთვის ახალი საპილოტო პროექტი დააარსა. რამდენიმე ათეულ წელიწადში საკრედიტო კავშირები უკვე მთელი ევროპის მასშტაბით სთავაზობდნენ თავიანთ წევრებს სესხისა გაცემისა და ანაბრის შეტანის გამარტივებულ, მოქნილ და გამჭირვალე პროცედურებს, რამაც ისინი პოპულარული გახადა. თანამედროვე მსოფლიოში საკრედიტო კავშირები ასეულობით ათასი წევრებითა და მოცულობითი აქტივებით მძლავრ ფინანსურ დაწესებულებებს წარმოადგენენ. საკრედიტო კავშირი არის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება კოოპერატივის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული საწარმო, რომელიც თავისი წევრებისგან იღებს ანაბრებს და გასცემს მათზე სესხებს. (საქართველოს კანონი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, საკრედიტო კავშირების შესახებ) უფრო მარტივად, საკრედიტო კავშირი არის წევრებისგან (მეპაიეებისგან) შემდგარი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც იზიდავს დეპოზიტებს და გასცემს სესხებს მხოლოდ თავის წევრებზე.
რა განსხვავება და მსგავსებაა საკრედიტო კავშირსა და ბანკს შორის?
საკრედიტო კავშირსა და კომერციულ ბანკს შორის მსგავსება ისაა, რომ ორივე სტრუქტურა არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული, მასზე (საკრედიტო კავშირზე) ვრცელდება თითქმის ყველა რეგულირება დადგენილი ფინანსური კოეფიციენტებისა და ლიმიტების სახით, რაც ვრცელდება კომერციულ ბანკებზე. თუმცა საკრედიტო კავშირები გაცილებით ლიბერალურნი არიან, რაც ბანკთან შედარებით თავისი წევრების მომსახურებაში მეტ მოქნილობასა და უპირატესობას ანიჭებს. საკრედიტო კავშირს, ისევე როგორც ბანკს, უფლება აქვს მოიზიდოს დეპოზიტები და გასცეს სესხები, ერთი განსხვავებით, რომ საკრედიტო კავშირს სესხების გაცემა და დეპოზიტების მოზიდვა შეუძლია მხოლოდ თავის წევრებზე (მეპაიეებზე). სხვაობას ასევე წარმოადგენს ის, რომ საკრედიტო კავშირის წევრობა შეუძლია მხოლოდ ფიზიკურ პირს. ბანკებისგან განსხვავებით, საკრედიტო კავშირის ძირითად მიზანს წარმოადგენს მოქნილობა, გამჭირვალობა და თავის წევრებზე ზრუნვა. იმ დროს, როდესაც ბანკი ოპერირებს და ქმნის მოგებას მხოლოდ მისი დამფუძნებლებისათვის/მეანაბრეებისათვის, რომელთა რაოდენობა ბანკის კლიენტებთან შედარებით ძალიან მცირეა, საკრედიტო კავშირი ზრუნავს თითოეული მისი წევრის, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს აქციონერს, მაქსიმალურ სარგებელზე, იქნება ეს მსესხებელი თუ მეანაბრე.
რა უპირატესობები აქვს საკრედიტო კავშირს ბანკთან შედარებით?
საკრედიტო კავშირის ძირითადი უპირატესობა არის მის წევრებზე ბანკთან შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთი, რადგან საკრედიტო კავშირი მომავალი მოგების დიდ წილს წინასწარ უნაწილებს თავის წევრებს.
ბანკის მიმართ საკრედიტო კავშირის ძირითად უპირატესობას წარმოადგენს ოპერაციების სიმარტივე, ანაბრის მიღებისა და სესხის გაცემის გამჭირვალობა, გადაწყვეტილების მიღებაში თითოეული წევრის მონაწილეობის შესაძლებლობა, კავშირის წევრებზე ორიენტირებული ოჯახური გარემო, კავშირის საერთო მიზნების განხორციელებაში აქტიური მონაწილეობის მიღების საშუალება. საკრედიტო კავშირი მის წევრებს აძლევს საშუალებას მიიღონ მონაწილეობა კავშირის მიერ განხორციელებულ საზოგადოებრივ საქმიანობაში, იქნება ეს საქველმოქმედო პროგრამები, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და სხვა.
წარმოგიდგენიათ, რომ თქვენ, როგორც მეანაბრეს მოგეცათ საშუალება, თვითონ მართოთ თქვენივე ანაბარი, გქონდეთ საკრედიტო კომიტეტში მონაწილეობის უფლება, მიიღოთ შიდა ინფორმაცია ფინანსური სტრუქტურის საქმიანობაზე? ამ ყველაფრის შესაძლებლობას გაძლევთ საკრედიტო კავშირ “მიკროკრედიტი”-ს წევრობა.
რა სისუსტეები აქვს საკრედიტო კავშირს ბანკთან შედარებით?
საკრედიტო კავშირს არ გააჩნია კლიენტების მიმდინარე მიმდინარე ანგარიშები. საკრედიტო კავშირის წევრობა შეუძლია მხოლოდ ფიზიკურ პირებს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკრედიტო კავშირებს შედარებით უფრო მცირე ისტორია აქვთ, ვიდრე კომერციულ ბანკებს, დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში ისინი წარმოჩენილები არიან, როგორც გაცილებით უფრო სტაბილური ფინანსური დაწესებულებები, რომლებსაც აღმოაჩნდათ ფინანსური კრიზისის პირობებში უფრო მეტი მდგრადობა, ერთი მხრივ, მაღალი ლიკვიდურობის, მეორე მხრივ, გაცილებით დიდი ფინანსური გამჭირვალობისა და წევრების საკრედიტო კავშირის საქმიანობაში მაღალი ჩართულობის გამო.
რა სხვაობაა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და საკრედიტო კავშირებს შორის?
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები წარმოადგენენ არალიცენზირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთა რეგულირება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცილებით მცირეა, ვიდრე ლიცენზირებული საკრედიტო კავშირებისა, რომელთა მიმართაც ეროვნულ ბანკს აქვს რეგულირების მკაცრი ნორმები ფინანსური კოეფიციენტებისა და ლიმიტების სახით. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს კანონით ეკრძალებათ 50,000 ლარზე მეტი სესხის ერთ მსესხებელზე გაცემა, მაშინ როდესაც საკრედიტო კავშირებზე ასეთი შეზღუდვა არ არსებობს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არ შეუძლიათ ანაბრებისა და დეპოზიტების მოზიდვა, საკრედიტო კავშირებს საქართველოს კანონის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების შესახებ შეუძლიათ თავიანთი წევრებისგან დეპოზიტებისა და ანაბრების მოზიდვა. ძირითად და უპირატეს განხვავებას წარმოადგენს ის, რომ საკრედიტო კავშირის დეპოზიტარი და მსესხებელიც იმავდროულად არის საკრედიტო კავშირის წევრი, მეპაიე, რომელსაც შეუძლია კავშირის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის მიღება.
რა არის საკრედიტო კავშირი “მიკროკრედიტი”?
მცირე და საშუალო მეწარმეთა საკრედიტო კავშირი “მიკროკრედიტი” არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება (სალიცენზიო მოწმობის #0140069, გაცემული 2010 წლის 13 აგვისტოს, განკარგულება #721), რომლის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, კავშირის წევრებისათვის მაღალი სარგებლისა და ოპერაციების მაქსიმალური გამჭირვალეობის გზით. “მიკროკრედიტი” უზრუნველყოს საბანკო სექტორში არსებული ანაბრების შემოსავლიანობაზე უფრო მეტ საპროცენტო სარგებელს ანაბრებზე და ამავდროულად მათ (ანაბრების) უზრუნველყოფას ოქროთი და ლიკვიდური უძრავი ქონებით.
ვისია საკრედიტო კავშირი “მიკროკრედიტი”?
საკრედიტო კავშირი “მიკროკრედიტი” არის მცირე და საშუალო მეწარმეების, ასევე სხვადასხვა ფინანსურ სტრუქტურებში მომუშავე პირთა მიერ შექმნილი ერთობა, რომლის მონაწილე შეიძლება გახდეს ნებისმიერი პროფესიონალი. მცირე და საშუალო მეწარმეთა საკრედიტო კავშირი “მიკროკრედიტი” არის მეპაიეების (წევრების) მფლობელობა, რომლებიც თანაბრად არიან პასუხისმგებელნი კავშირის საქმიანობაზე, ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს და ზრუნავენ კავშირის განვითარებაზე. კავშირს მართავს საზედამხედველო საბჭო და გამგეობა, რომლის თავმჯდომარეც აღმასრულებელი დირექტორია. საკრედიტო კავშირ “მიკროკრედიტ”-ში წევრების სახით გაერთიანებულნი არიან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, ხოლო კავშირის მმართველობას წარმოადგენენ მაღალი დონის პროფესიონალები, რომელთაც გააჩნიათ კომერციულ ბანკებსა და სხვა ფინანსურ სტრუქტურებში საპასუხისმგებლო პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და ასევე მსოფლიოში აღიარებულ ისეთ ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის გამოცდილება, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, გერმანიის განვითარების სააგენტო, მსოფლიო ბანკი და სხვა. ამჟამად საკრედიტო კავშირ “მიკროკრედიტი”-ს წევრების რაოდენობა შეადგენს 50-ს. კავშირის წევრები გაერთიანებული არიან ერთი მიზნით - ხელი შეუწყონ ერთმანეთს საერთო მიზნების განხორციელებაში და დაეხმარონ მცირე და საშუალო მეწარმეებს მათი საქმიანობის ინტენსიურ განვითარებაში. საკრედიტო კავშირი “მიკროკრედიტი” მზად არის განიხილოს მსგავსი ფასეულობების მქონე ფინანსისტების, მეწარმეებისა და ბიზნესმენების წინადადებები პარტნიორობაზე.
რა უპირატესობას მაძლევს საკრედიტო კავშირ “მიკროკრედიტი”-ს პარტნიორობა და რითი არის პარტნიორი დაცული?
საკრედიტო კავშირ “მიკროკრედიტი”-ს პარტნიორობის უპირატესობები გამოკვეთილია სამი ძირითად პარამეტრით: გამჭირვალეობა, მოქნილობა, მაღალი სარგებელი, რაც პირდაპირ არის გადმოცემული მის სლოგანში – პარტნიორობა, ფინანსები, სარგებელი. როგორც პარტნიორს, თქვენ გაქვთ კანონით მინიჭებული უფლება მიიღოთ ნებისმიერი ინფორმაცია საკრედიტო კავშირის საქმიანობაზე, მიიღოთ მონაწილეობა სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტაში და თავად მართოთ თქვენი ფულადი სახსრები. ანაბრის მიღებისა და გაცემის მოქნილი სისტემა, მეანაბრესათვის დაბალპროცენტიანი სესხის გაცემის შესაძლებლობა, ოვერდრაფტი და ანაბარზე მაღალი სარგებელი. საკრედიტო კავშირის წევრი დაცულია კანონით.
რამეს ხომ არ მავალდებულებს საკრედიტო კავშირის წევრობა და ხომ არ არსებობს რამე პასუხისმგებლობა საკრედიტო კავშირის საქმიანობაზე?
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) მსგავსად საკრედიტო კავშირის წევრის პასუხისმგებლობა გამოიხატება მხოლოდ მისი საწევრო შენატანით, რომლის ოდენობაა 50 ლარი. რამე სხვა სახის პასუხისმგებლობა ან/და ვალდებულება ან კავშირის სხვა წევრების ან მესამე პირების მიმართ არ არსებობს. ანუ თუ კრიზისის, ომის ან სხვა სუბიექტური ან ობიექტური მიზეზის გამო საკრედიტო კავშირს შეექმნება პრობლემა, თქვენ შეზღუდულად, თქვენს მიერ გადახდილი 50-ლარიანი საწევრო გადასახადით აგებთ პასუხს მესამე პირების წინაშე. (არანაირი პირადი ან ახლო ნათესავის ქონებით, ან რამე დანაზოგით და ა.შ.)
რა სისუსტეებები აქვს საკრედიტო კავშირს ბანკთან შედარებით?
საკრედიტო კავშირს არ გააჩნია კლიენტების მიმდინარე ანგარიშები, კავშირში შემოსული ყველა ანაბარი დეპონირდება კავშირის საბანკო ანგარიშზე წევრის სახელის მითითებით. საკრედიტო კავშირის წევრობა შეუძლია მხოლოდ ფიზიკურ პირს. საკრედიტო კავშირებს საქართველოში გააჩნიათ გაცილებით უფრო მოკლე ისტორია და მწირი გამოცდილება და აქედან გამომდინარე საკრედიტო კავშირების ცნობადობა ბანკებთან შედარებით დაბალია. კომერციული ბანკები ემსახურებიან, როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს მაშინ, როდესაც საკრედიტო კავშირი შექმნილია მხოლოდ ფიზიკური პირების მიერ, სხვაგვარად საკრედიტო კავშირი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ფიზიკური პირების საბანკო დაწესებულება.
აქვს თუ არა საკრედიტო კავშირ “მიკროკრედიტ”-ს დეპოზიტების მოზიდვის უფლება?
დიახ, საკრედიტო კავშირების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკრედიტო კავშირს უფლება აქვს თავისი წევრებისგან მიიღოს ანაბრები, გასცეს სესხები და განახორციელოს ამ კანონით ნებადართული საბანკო საქმიანობა.
რა სხვაობა და მსგავსებაა საბანკო ანაბარსა და საკრედიტო კავშირ “მიკროკრედიტი”-ს ანაბარს შორის?
ანაბარი, როგორც საფინანსო ბაზარზე დაბანდების ერთ-ერთი აღიარებული საშუალება, დანაზოგის შენახვისა და დაგროვებისათვის საკმაოდ ცნობადი და მარტივი საშუალებაა. საკრედიტო კავშირის ანაბარსა და საბანკო ანაბარს შორის არ არსებობს რამე არსებითი სხვაობა, გარდა იმისა, რომ საკრედიტო კავშირი გასცემს ანაბრებს მხოლოდ თავის წევრებზე, რაც თითოეულ წევრს აძლევს საშუალებას თვითონ აკონტროლოს თავისივე ფულადი სახსრების გამოყენება, მიიღოს სისტემატური ანგარიშები თითოეულ გაცემულ სესხზე ან/და საკრედიტო კავშირის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ინვესტიციაზე, მიიღოს საბანკო ანაბარზე 50% მეტი სარგებელი და ასევე მისი ანაბარი იყოს უზრუნველყოფილი ოქროთი ან/და უძრავი ქონებით.
როგორ გავხდე საკრედიტო კავშირის წევრი?
პირველ რიგში, თქვენ უნდა გაიზიაროთ ის ფასეულობები, რომლებიც აერთიანებს საკრედიტო კავშირ “მიკროკრედიტი”-ს წევრებს. ესაა: პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება და ფინანსური ბაზრის ალტერნატიული ხედვა. საკრედიტო კავშირ “მიკროკრედიტ”-ში გაწევრიანება მარტივია, ამისათვის საკმარისია შეავსოთ შესაბამისი განცხადების ფორმა, რომელიც დამოწმებულ იქნება საკრედიტო კავშირის დირექტორის მიერ. საწევრო შენატანი შეადგენს 50 ლარს.
რით არის გარანტირებული/უზრუნველყოფილი საკრედიტო კავშირ “მიკროკრედიტ”-ში დეპოზიტი?
საკრედიტო კავშირი “მიკროკრედიტი” თავისი წევრებისგან იღებს ანაბრებს ოქროსა და უძრავი ქონების გარანტიით. ოქროთი უზრუნველყოფილი ანაბარი “ოქროს ზოდი”, წარმოადგენს მეანაბრის სახელზე მფლობელობაში გადაცემულ ოქროს ზოდს, რომელზეც ამოტვიფრულია ზოდის წონა, სინჯი, მწარმოებლის ლოგოტიპი, “მიკროკრედიტის” სავაჭრო ნიშანი და ზოდის უნიკალური ნომერი, რომელიც მიკუთვნებულია კონკრეტულად იმ მეანაბრისთვის, რომელზეც გაიცემა ეს ზოდი. უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ანაბარი წარმოადგენს მეანაბრეზე გაფორმებულ იპოთეკას “მიკროკრედიტი”-ს მიერ შეთავაზებული ნებისმიერი სახის უძრავ ქონებაზე, როგორიცაა ქ. თბილისში საცხოვრებელი ბინები, მიწის ნაკვეთები, კომერციული და საოფისე ფართები, ასევე საქართველოს საკურორტო ზონებში სხვადასხვა სახის უძრავი ქონება წარმოდგენილი მიწის ნაკვეთებითა და სხვა სახის უძრავი ქონებით. მეანაბრისთვის შეთავაზებული უზრუნველყოფა დამოკიდებულია ანაბრის ოდენობასა და ვადიანობაზე.
რატომ აქვს საკრედიტო კავშირ “მიკროკრედიტ”-ს ბანკებთან შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზე?
საკრედიტო კავშირის ბუნებიდან გამომდინარე, ის ზრუნავს მხოლოდ თავისი წევრების, რომლებიც იმავდროულად წარმოადგენენ მეპაიეებს მაქსიმალურ სარგებელზე, განსხვავებით ბანკებისგან, როდესაც ბანკის მიერ აკუმულირებული მოგება ნაწილდება მხოლოდ აქციონერებზე/დამფუძნებლებზე. აქედან გამომდინარე, საკრედიტო კავშირებს აქვთ საშუალება თავიანთი წევრებს მომავალი მოგების წილი წინასწარ გადაანაწილონ შემოტანილ ანაბრებზე მაღალი სარგებლის დარიცხვის გზით. საკრედიტო კავშირის სარგებელი საბანკო სადეპოზიტო სარგებელზე ჩვეულებრივ 40-50%-ით, ზოგ შემთხვევებში კი 75%-ით მაღალია.
სად მდებარეობს საკრედიტო კავშირი “მიკროკრედიტი”, როგორ დაგვიკავშირდეთ დამატებითი ინფორმაციისთვის, სამუშაო საათები?
საკრედიტო კავშირი “მიკროკრედიტი” მდებარეობს ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. #154-ში, (პროკრედიტბანკის შენობაში). სამუშაო საათები 10:00-დან 18:00-მდე, ტელ: 559999
რომელ საათებში მუშაობს "მიკროკრედიტის" ფილიალები, რა დროს არის შესვენება და არის თუ არა, "მიკროკრედიტში" შაბათი სამუშაო დღე?
"მიკროკრედიტის" ნებისმიერ განყოფილებაში, სამუშაო საათებია 9 სთ–დან 21 სთ–მდე კვირაში 7 დღე.
რა სახის ინფორმაცია შემიძლია მივიღო სატელეფონო ცენტრის მეშვეობით?
სატელეფონო ცენტრის მეშვეობით, თქვენ მიიღებთ ნებისმიერ ინფორმაციას, "მიკროკრედიტის" ყველა პროდუქტთან დაკავშირებით. როგორიცაა სალომბარდო სესხები ოქროს, ძვირფასი ქვების და ავტომანქანების უზრუნველყოფით, ინფორმაციას ბიზნეს და სამომხმარებლო სესხების შესახებ და ასევე ანაბრებთან დაკავშირებით.
რომელ საათებში მუშაობს სატელეფონო ცენტრი?
გამომდინარე იქიდან, თუ რა კონკრეტულ საკითხზე გაინტერესებთ ინფორმაცია, სატელეფონო ცენტრი დაგაკავშირებთ ჩვენი კომპანიის, იმ მიმართულების სპეციალისტებთან, რომლებიც ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდიან თქვენთვის საინტერესო საკითხზე.
მაქვს სესხი აღებული სხვა ბანკში, შემიძლია თუ არა იპოთეკით დავტვირთო იგივე ბინა თუ კომერციული ფართი?
შესაძლებელია, განსაკუთრებულ შემთხვევაში "მიკროკრედიტის" პირობების შესაბამისად.
რა სახის საბუთები უნდა წარმოვადგინო "მიკროკრედიტში" სესხის ასაღებად?
გამომდინარე თანხიდან და გირაოს (ბინის, კომერციული/საოფისე ფართის) მდგომარეობიდან, განსხვავდება საბუთების ჩამონათვალი, რომელიც საჭიროა სესხის ასაღებად. ესენია: ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, ამონაწერი სასესხო ანგარიშიდან; ასევე თქვენი შემოსავლის შესახებ ნებისმიერი დამადასტურებელი საბუთი მიიჩნევა პრიორიტეტად "მიკროკრედიტში" სესხის დასამტკიცებლად.
შემიძლია თუ არა ავიღო უგირავნო სესხი?
არა, "მიკროკრედიტი" გასცემს სესხებს უძრავი ქონების გარანტიით, რასაც წარმოადგენს ბინა, კომერციული/ფართი თბილისში, ასევე საკურორტო ზონებში: აჭარა, ბაკურიანი, გუდაური და ა.შ.
(სხვა გირაოს შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ლომბარდის მომსახურიებით – ძვირფასი ლითონების, მანქანის ლომბარდში ჩადებით)
შემიძლია თუ არა, სესხის ვადის გასვლის შემდეგ, გავაგრძელო სესხით სარგებლობა?
"მიკროკრედიტის", სასესხო ხელშეკრულება ითვალისწინებს სესხის დაფარვის მკაცრ ვადებს, რომლის თანახმადაც სესხის მოქმედების ვადის გაგრძელება არ ხდება. თუმცა გარკვეული შემთხვევებში, "მიკროკრედიტის" საკრედიტო კომიტეტმა, შესაძლებელია მიიღოს გადაწყვეტილება სესხის ვადის გაგრძელებაზე, თუ სასესხო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მსესხებლის მიერ არ იყო დარღვეული დადებული ხელშეკრულების პირობები.
რამდენი უნდა ღირდეს ჩემი ბინა, თუ მაგალითისთვის მჭირდება 10 000$–ის სესხი?
ჩვეულებისამებრ "მიკროკრედიტი" გირაოს საბაზრო ღირებულების მინიმუმ 2–ჯერ ნაკლებ სესხს გასცემს ანუ თვენი გირაოს შეფასებითი საბაზრო ღირებულება უნდა შეადგენდეს ამ შემთხვევაში 20 000$.
სესხის პროცენტის გარდა, მაქვს თუ არა რაიმე დამატებითი გადასახადი?
ერთადერთ გადასახადს წარმოადგენს "მიკროკრედიტში" მისაღები სესხის დამტკიცების საკომისიო, რომელიც ჩვეულებრისამებრ სესხის თანხიდან 2,5–დან 3,5%–მდე მერყეობს; ასევე მსესხებელი იხდის იპოთეკის რეგისტრაციის გადასახადს საჯარო რეესტრის სამსახურში.
რომელ საათებში და დღეებში მუშაობს ლომბარდი№1?
ყოველ დღე, 9 სთ–დან 21 სთ–მდე, შესვენების გარეშე.
შესაძლებელია თუ არა, სესხის ნაწილობრივი დაფარვა?
დიახ, შესაძლებელია. სესხის ძირითადი თანხის შემცირებასთან ერთად, მცირდება გადასახდელი პროცენტის თანხაც.
ხდება თუ არა ლომბარდი№1 –ში ძვირფასი თვლების შეფასება?
ლომბარდი №1–ში ხდება მხოლოდ ბრილიანტის თვლების შეფასება.
სესხის დაფარვის დროს, რამდენი დღის შემდეგ შეიძლება დაგირავებული ნივთების გატანა?
სესხის დაფარვის შემდეგ, დაგირავებული ნივთების გატანა შესაძლებელია დაფარვიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
სად და როგორ არის დაცული ჩემი ა/მანქანა?
ავტომანქანა განთავსებული იქნება ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომზე სრული უსაფრთხოების გარანტიით, გარდა ფორსმაჟორული სიტუაციისა: სეტყვა, ქარიშხალი და სხვ. გარანტიას იძლევა ავტოსადგომის მეპატრონე.
ჭირდება თუ არა დაზღვევა ა/მანქანას?
დაზღვევის დამატებითი ხარჯები საჭირო არ არის, თუ თავად ექნება კლიენტს სურვილი, შესაძლოა დააზღვიოს იგივე ფორსმაჟორის თავიდან ასაცილებლად.
შემიძლია თუ არა დაგირავებული ავტომანქანით სარგებლობა?
სასესხო ხელშეკრულების განმავლობაში და მსესხებლის მიერ "მიკროკრედიტის" წინაშე აღებული ვალდებულებების სრულ შესრულებამდე თქვენი ავტომობილი ინახება დაცულ ავტოსადგომზე, საიდანაც არც თქვენ და არც ნებისმიერ მესამე პირს არ შეუძლია ავტომობილის ტერიტორიიდან გაყვანა. ამავდროულად თქვენი სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ა/მანქანის ზოგადი მდგომარეობის შემოწმება, ძრავის ამოქმედება და ავტოსადგომის ტერიტორიაზე გადაადგილება.
რა არის მანქანის მინიმალური წლოვანება, რომელიც შეიძლება დავაგირავო?
მხოლოდ 1997 წლის შემდეგ წარმოებული მანქანები შეიძლება ჩაიდოს ავტოლომბარდი №1-ში.
სად შემიძლია ვნახო "მიკროკრედიტის" მიერ გამოცხადებული უახლესი ვაკანსიები?
თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ, ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე ინფორმაციას ჩვენ საიტებზე, www.MicroCredit.ge, www.Lombard.ge და ასევე სხვა პორტალებზე, რომელიც განკუთვნილია ვაკანსიებისთვის. |