საკრედიტო კავშირ „მიკროკრედიტის“ წარმატებას განსაზღვრავს სტაბილური და ხანგრძლივი ისტორიის პარტნიორული ურთიერთობები ქვემოთ ჩამოთვლილ კომპანიებთან:
„მწვანე ოფისი“ წარმოადგენს ერთ–ერთ წამყვან საინვესტიციო, დეველოპერულ კომპანიას. მან საკმაოდ ხანგრძლივი გზა განვლო, რათა დაემკვიდრებინა მნიშვნელოვანი პოზიციები უძრავი ქონების სფეროში. „მწვანე ოფისს“ განხორციელებული აქვს ისეთი წარმატებული პროექტები, როგორიცაა A კლასის ბიზნესცენტრი თბილისის ცენტრალურ უბანში – „მწვანე ოფისი“, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი საბურთალოსა და ქობულეთში. ასევე მონაწილეობას იღებდა „დანიური სახლის“ სავაჭრო ცენტრისა და მისი ბიზნესცენტრის პროექტების განხორციელებაში.
კომპანია „მწვანე ოფისის“ აქციების ყიდვა–გაყიდვა ხდება საქართველოს საფონდო ბირჟაზე www.gse.ge
კომპანია „Green Development“-ის მიერ შესრულებულია უძრავი ქონების ისეთი წარმატებული პროექტები, როგორიცაა „Green Village“ (თბილისში), „ქობულეთის ფიჭვნარი“ და სხვა დეველოპმენტი საქართველოს საკურორტო ზონებში.
|